„ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია, კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა

„ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია, კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“ შეუერთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში რუსთავის თეატრის შენობა ვარდისფრად განათდა, დაგეგმილია უფასო სკრინინგ აქციები 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის სარძევე ჯირკვლის კიბოს კვლევაზე, ხოლო 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისათვის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაზე.

ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ქალთა ქვემო ქართლის ორგანიზაციის საბჭოს წევრის მარი ლიპარტელიანის განცხადებით, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა აქტივობა იგეგმება. სკრინინგი წელს მარნეულში და რუსთავში ჩატარდება და მთლიან რეგიონს მოიცავს.

,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში რუსთავის თეატრთან ერთად, ვარდისფრად განათდა თეთრიწყაროს გამგეობა და ბოლნისის კულტურის ცენტრი.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია „ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიას წელს უკვე მეორედ შეუერთდა.

რუსთავში სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ჩატარება წელსაც ჩვენი პარტნიორი კლინიკა „რუსთავის“ ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი, სადაც მობილური კლინიკა იქნება განთავსებული“, - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.

მათივე განმარტებით, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება