ოლაფ შოლცი - ვლადიმერ პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, შეცვალოს ევროპის რუკა, ხაზების შემდეგი პრინციპით დახაზვით: „ეს - თქვენია, ეს - ჩვენია” - ეს არ უნდა მოხდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას გაზრდის.

შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინის მსოფლმხედველობა ნებას აძლევს მას, „შეცვალოს ევროპის რუკა, იქ ხაზების შემდეგი პრინციპით დახაზვით: „ეს - თქვენია, ეს - ჩვენია“, მაგრამ ეს ასე არ უნდა მოხდეს“.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტზე, რათა მან საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უბრალოდ ვერ იტყვის: „მე გავაგრძელებ მანამ, სანამ არ მივაღწევ ჩემს მიზანს, რამდენი ადამიანის სიცოცხლედაც არ უნდა დაჯდეს ეს, მათ შორის საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლედ“, - აღნიშნა შოლცმა.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა უკრაინაში „პუტინის ომი“ საბოლოოდ დასრულდეს, რადგან რაც არ უნდა უთხრას პუტინმა მსოფლიოს, უკრაინაში მისი ქმედებების არსი უცხო სახელმწიფოს დაპყრობაა.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დაპყრობაზე და სხვა არაფერზე”, - აღნიშნა შოლცმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება