GNS GEORGIA საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი GNS GEORGIA გახდა, რომელიც 2013 წლიდან საზღვაო ხაზის, Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური აგენტია კავკასიის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე აღნიშვნით, ამჟამად, GNS GEORGIA საკონტეინერო ბაზრის 15%-იან წილს საქართველოსა და კავკასიაში ფლობს. კომპანია წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე, ფოთსა და ბათუმში. შესაბამისად, კომპანია გამოირჩევა ადგილობრივი რეალობის უნიკალური ცოდნითა და შესაბამისი ექსპერტიზით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გამოცდილი მენეჯმენტით, პროფესიონალი და მოტივირებული პერსონალით GNS Georgia ყოველთვის შესანიშნავად ასრულებდა დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მათი, როგორც საზღვაო ხაზის აგენტის, ფუნქციები ყოველთვის დროულად და მაქსიმალურად ეფექტურად სრულდება“.

ამჟამად, GNS GEORGIA-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის ტვირთების გადმომისამართებაზე საქართველოს დერეფანში, რაც თავის მხრივ ქვეყნის პორტებსა და რეგიონში ტვირთბრუნვას გაზრდის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ისეთი წევრებით, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება.

„მივესალმებით ახალ წევრს კომპანია GNS GEORGIA-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულება, რაც განსაკუთრებით აქტუალური ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომიტეტის დაფუძნების შემდგომ გახდა. ასეთი წევრებით, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად დავიცვათ სექტორის საუკეთესო ინტერესები“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება