საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები იმართება

თბილისში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია მასპინძლობს.

„კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება და ერთიანი დღის წესრიგის შექმნა საერთო ინტერესის საკითხთა ირგვლივ.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელმაც მეტი დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც მოხდა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლება გაფართოების პაკეტში.

გარდა მთავარი დღის წესრიგისა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ მათი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ გამოცდილებას და უპასუხებენ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს.

ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის პირველად თბილისში 2022 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართა“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება