„ლელო“ - „ლელო" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც იმპიჩმენტის პროცესში სასამართლოს მეგობრის სტატუსით მონაწილეობს

„ლელო" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც იმპიჩმენტის პროცესში ოფიციალურად არის ჩართული და სასამართლოს მეგობრის სტატუსით მონაწილეობს. პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე წარმოადგენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ლელომ", "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით, ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს და დასკვნაში სამართლებრივად და დეტალურადაა დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი.

„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ხელი შეუშალოს ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის მუშაობას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ.

„საკონსტიტუციო სასამართლოში კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მიზანი ნათელია, ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის მუშაობას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ, ხელი შეუშალოს“, - ირაკლი კუპრაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება