დავით კირკიტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით კირკიტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა.

„ქართული ოცნების” მხრიდან მიზანი ამ მავნებლური პროცესის წამოწყებისა არის ორი: პირველი ის, რომ უნდათ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და მეორე ის, რომ ყურადღება გადაიტანონ იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს. ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. ეს პროცედურა დაწყებულია არასწორი მოტივაციით არასწორ დროს და ჩვენ ამ პროცესში ჩართვას არ ვაპირებთ, არც დარბაზში ყოფნას ვაპირებთ და არც ამ საკითხის განხილვას რაიმე სახით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომელიც გვაშორებს რეალურ პრობლემებს და რეალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.” - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება