საქართველოს პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში − მარკ კლეიტონი, ინგლისის ეკლესიის ეროვნული მრჩეველი ეკუმენიკურ საკითხებში − ჯერემი მორისი, ინგლისის ეკლესიის მშვიდობის დესპანი − ჯეიმს მეგორანი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება