ლევან ხაბეიშვილი - რუსულმა პარტიამ, „ეფესბეს“ აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები - არაფერი გიშველით, არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით

რუსულმა პარტიამ, „ეფესბეს“ აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში. არაფერი გიშველით, არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

„კონგრესში, 2023 წლის 26 აპრილს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში შიდა ბრძოლაა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

სენატორის თქმით, „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოვებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ ამ არჩევნების მხარდაჭერაში კრიტიკულ როლს შევასრულებთ და სადამკვირვებლო მისიის გაგზავნასაც შევუწყობთ ხელს“. შემდეგ სენატორმა, USAID-ის ადმინისტრატორს - სამანტა პაუერს მიმართა: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს თუ არა USAID გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?“.

პასუხი: USAID-მა რესურსები „სამართლიანი არჩევნებისკენ“ მიმართოს, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გაიგონონ მათი ხმა. „ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, – დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა.

USAID - ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა უნდათ საქართველოში, წინასაარჩევნოდ.

ახლა რუსულმა პარტიამ, "ეფესბეს" აგენტურამ, შეიმუშავა გეგმა და შემოაგდო სუს-ის ჩანაწერები, რომ არ შემოუშვან დამკვირვებლები საქართველოში.

არაფერი გიშველით! არც უკან დავიხევთ და არც ბრძოლაში დავიღლებით. პუტინისტებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება