სერგეი ლავროვი ასლან ბჟანიას - მადლობას გიხდით უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის

რუსული მხარე მადლობას უხდის აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის მიერ გაწეული დახმარება ხელს შეუწყობს, ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" შედეგების მიღწევას.

„მინდა გამოვხატო მადლიერება უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის რეგულარულად გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს დახმარება ნამდვილად ხელს შეუწყობს იმ შედეგების მიღწევას, რაც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლებშია ასახული", - აღნიშნა ლავროვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება