ბელარუსმა ქვეყნის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა

ბელარუსმა ქვეყნის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა, - ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის საზოგადოებრივ გზებზე გადაადგილება. ასევე, შემოწმების დროს, მოსალოდნელია, რომ სახმელეთო ჯარების მოქმედებების მხარდასაჭერად ბელარუსი ავიაციასაც გამოიყენებს.

ინსპექტირება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების მზადყოფნას სხვადასხვა დავალების შესასრულებლად.

შემოწმება 3 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია