ალუდა ღუდუშაური - საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. დღეს, საქართველო და ქართველი ხალხი ცდილობს, თავისი სუვერენიტეტი დაიცვას, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ხოლო მეორე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ჰქვია, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ უნდა გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში და ხალხისთვის აეხსნა, რატომ არღვევდა კონსტიტუციას.

„რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი გქვია, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკითხები როგორ მოიქცე, გათელო თუ არა კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება - დიახ. იმიტომ, რომ მათ კონსტიტუცია კი არა, ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე ჰქონდათ ფეხქვეშ გაფენილი.

სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა - რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა. მოვიდეს ღიად სასამართლოს სხდომაზე და აუხსნას სასამართლოს, ქართველ ხალხს რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად, მაგრამ, ბუნებრივია დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება