ასლან ბჟანია - საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან - არ გამოვრიცხავ, ჟენევაში დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატულები არიან, - ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ პრეზიდენტს არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, აფხაზეთს სურს, „ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან“, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს.

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება