პენტაგონში აცხადებენ, რომ მზად არიან, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გადასცენ

აშშ-ის არმია მზადაა, უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გაგზავნოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, დუგ ბუშმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის არმია დიდი ხანია მზადაა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და რომ შეერთებული შტატები მზად არის "სწრაფად იმოქმედოს“.

„ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, როდესაც და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს”, - აღნიშნა დუგ ბუშმა.

მისი განმარტებით, ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია იმავე გამშვებიდან, რომლებსაც უკრაინა უკვე GPS-ით მართული რაკეტების გასაშვებად იყენებს.

ATACMS-ის კასეტური იარაღის მოქმედების რადიუსი 25-300 კილომეტრია და ის 300-დან 950-მდე კასეტური საბრძოლო მასალითაა აღჭურვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება