„ევროპელი დემოკრატები“ ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ.

ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს პაატა დავითაიამ ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან, სლავიანკა პეტროვსკაიასთან შეხვედრა გამართა.

„ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

დავითაიას განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა მზაობა გამოთქვა, საქართველოს მიმართ ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა გამოხატოს.

შეხვედრაზე პაატა დავითაია და სლავიანკა პეტროვსკაია შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზეც შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება