მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე 71 შემთხვევიდან უარი 13-ჯერ ეთქვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე 71 შემთხვევიდან უარი 13-ჯერ ეთქვა.

ამის შესახებ ბაჩიაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე ისაუბრა.

„71 შემთხვევიდან 13 იყო უარის, დანარჩენ შემთხვევაში მიეცა თანხმობა. 1 თუ 2 ვიზიტი იყო, რომელიც თანხმობის მიუხედავად არ განხორციელდა და ამის შესახებ პრეზიდენტმა შეატყობინა საქართველოს მთავრობას. დანარჩენ შემთხვევებში თანხმობა გაიცა და ვიზიტიც განხორციელდა“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს უარი კონკრეტული ვიზიტების შემთხვევაში და შეიძლება თუ არა, რომ მიზეზი ფინანსური ეკონომიის გაკეთება გახდეს, ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შინაარსიდან გამომდინარე არ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია მთავრობას უარი თქვას და რა შემთხვევაში - არა.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ზღვარი არსებობს, რა შემთხვევაში შეუძლია მთავრობას, უარი თქვას და რა შემთხვევაში - არა, ისევ იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს სახეზე. არ არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება მთავრობის დისკრეცია შეიზღუდოს და ჩამოითვალოს საკითხები, რა შემთხვევაში თქვას თანხმობა და რა შემთხვევაში უარი, როდესაც ამგვარ შესაძლებლობას კონსტიტუცია ვერ იძლევა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება