ესპანეთის მეფემ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირება დაავალა

ესპანეთის მეფემ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს მთავრობის ფორმირება დაავალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ფრანსინა არმენგოლმა განუცხადა.

ესპანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, რომელიც ესპანეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, პარლამენტში საკმარისი მხარდამჭერები არ ჰყავს, რათა დამოუკიდებლად მართოს ქვეყანა.

შესაბამისად, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით მას მოუწევს დახმარებისთვის ულტრამემარცხენე პარტიებს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ივლისში გამართულ ვადამდელ არჩევნებში სანჩესის „სოციალისტური პარტია“ (PSOE) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა „მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო“ პარტიამ (PP) მიიღო. მიღებული ხმების მიუხედავად, კონსერვატორმა ლიდერმა ალბერტო ნუნეს ფეიხომ, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრობისთვის საჭირო პარლამენტის უმრავლესობის ხმები ვერ მოიპოვა.

თუ 27 ნოემბრამდე ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მაშინ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება