ირაკლი კობახიძე - პრაქტიკა არის ხარვეზიანი, მაგრამ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც ვიზიტით ჩამოვა საქართველოში, ახალი უხერხულობები შეიქმნება

პრაქტიკა არის ხარვეზიანი... საჭიროა მთავრობის მხრიდან ფორმალური თანხმობა და ამას სადავოდ არ ვხდით - ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება, ქვეყანას ახალი უხერხულობები შეექმნება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა, სადაც განხილვის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქვეყნის შიგნით, სტუმრად მყოფ მაღალი დონის უცხოელ პირველ პირებთან შეხვედრებისთვის პრეზიდენტი მთავრობის შესაბამის ნებართვას არ საჭიროებს.

მისი თქმით, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ვიზიტით ჩამოვა საქართველოში, არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი უხერხულობები შეიქმნება.

„სარჩელი ხომ თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შედის - შეიძლება ხედავდე, რომ პრაქტიკა არის არასწორი, მაგალითად ელჩების დანიშვნის სფეროში, მაგრამ რაღაცებს უწევ ანგარიშს, უპირველესად სახელმწიფო ინტერესებს. შეიძლება ხედავდე, რომ ერთი და ორი წლის განმავლობაში პრაქტიკა არასწორადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ სარჩელის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება გვიან წარმოადგინო. იგივე ეხება ამას - შეიძლება ვიცოდით, რომ ეს პრაქტიკა არასწორი იყო, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკური საკითხია. ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება, ქვეყანას ახალი უხერხულობები შეექმნება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ჩამოვა საქართველოში, არსებული რეალობიდან გამომდინარე ახალი უხერხულობები შეიქმნება - შეიძლება მთავრობა არ იყოს იმის მომხრე, რომ პრეზიდენტს შეხვდეს საქართველოში ჩამოსული რომელიმე პრეზიდენტი და ა.შ. არის პოლიტიკური ნიუანსები, რის გამოც შეიძლება რაღაც მომენტი თვალი დახუჭო ხარვეზიანი პრაქტიკის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს კავშირში არაა სარჩელის შინაარსთან, რადგან პარლამენტი და მთავრობა კონსტიტუციას არ არღვევენ“,- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება