არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში მოსულ უხვ ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია

„ბათუმის წყალის" ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ არსებული დამბა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ინტენსიურად წვიმს. მიუხედავად ამისა, ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის. სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ოთხ მისამართზე განვითარდა მეწყრული პროცესი. ამავდროულად, ხუთბალიანი შტორმის გამო შეფერხებული იყო ზღვაში გამსვლელი არხების მუშაობა. გარდა ამისა, ადიდდა მდინარე ყოროლისწყალი, რამაც ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე არსებული დაბმა და ხიდი მოშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის გამო, ქალაქის წყალმომარაგების ნაწილში გარკვეული შეზღუდვები იქნება. ბათუმის წყლის მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს წყლის მიწოდება" - არჩილ ჩიქოვანი.

მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მისამართზე კერძო და მრავალბინიანი სახლების ეზოები დაიტბორა. ყველა ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმის წყალმა" დროული რეაგირება მოახდინა.

„მიწის მასა ჩამოიშალა ოთხ მისამართზე, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. კალაპოტიდან გადმოვიდა ადიდებული მდინარე ჩაქვისწყალი, რამაც გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების პრობლემები შექმნა. დაფიქსირდა ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები, რაზეც უკვე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება