პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო განხილვამ აჩვენა, რომ ეს არის მასკარადი, „ქოცური“ დრამატურგია - კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი არის არა სახელმწიფოს მეთაური, არამედ დაპროგრამებული ბიო რობოტი

როგორც მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვამ აჩვენა, ეს არის მასკარადი, ერთგვარი "ქოცური" დრამატურგია, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროპული გზისთვის მაქსიმალური ხელის შეშლა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი არის არა უმაღლესი წარმომადგენელი, არამედ „ერთგვარი დაპროგრამებული ბიო რობოტი“.

„ქოცის ლოგიკით პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება კონსტიტუციის 52-ე მუხლშია მოქცეული და არა მარტო საგარეო ვიზიტებზე სჭირდება ღარიბაშვილის თანხმობა ზურაბიშვილს, არამედ ქვეყნის შიგნით უცხოელი სტუმრების მიღებაზეც , მიუხედავად შეხვედრის შინაარსისა.

ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კობახიძის გაგებით, პრეზიდენტი არის არა უმაღლესი წარმომადგენელი და სახელმწიფოს მეთაური, არამედ ერთგვარი დაპროგრამებული ბიო რობოტი, რომელსაც დამოუკიდებლად მხოლოდ საკუთარი ძაღლის გასეირნება შეუძლია ისიც მხოლოდ მთავრობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე.

ეხ, ნეტა მართლა სხვა სატკივარი და პრობლემა არ ჰქონდეს საქართველოს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება