ანა დოლიძე - არის ჭორები, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტობა უნდა - თუ ის სამსახურს ეძებს, მთლად ცუდი სამსახური არ არის

ვის ეხება, ვის ადარდებს, ვის ცხოვრებას აუმჯობესებს ან აუარესებს იმპიჩმენტის საკითხი? არავის. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს საკითხი პერიფერიულია, მას „არც ქონი აქვს, არც ტყავი“ , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ანა დოლიძის განაცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო მწვავე პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე საგარეო ვიზიტების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტია.

ამასთან, ანა დოლიძემ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისას „ქართული ოცნების“ სავარაუდო მოტივაციაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის ირაკლი კობახიძის მიერ სამსახურის ძებნის ოპერაცია.

„ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას მივიღებთ და შემდეგ ეს წავა პარლამენტში. გამოჩნდება ეს ნახევარქათამაა, ანუ ნახევარნაბიჯია, სანქციაა და თან „ოცნების“მოგება, რადგან თვენახევარი ამაში გაგვატარებინებს დროს, თუ ეს არის კობახიძის მხრიდან სამსახურის ძებნის ოპერაცია.

არის ჭორები, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტობა უნდა. არც ესაა გამორიცხული და თუ ეს მართალი აღმოჩნდება, მაშინ ალბათ, ეს არის მომზადება „ქართული ოცნების“ მარცხისთვის, 2024 წლისთვის. თუ ვინმე დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს 2024 წელს, მაშინ ის სამსახურს არ უნდა ეძებდეს. თუ ის სამსახურს ეძებს, მთლად ცუდი სამსახური არ არის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება