Politico - დეკემბერში ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება

დეკემბერში ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისია ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ასრულებენ უკრაინა და სხვა პრეტენდენტები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო პირობებს.

აღნიშნული ანგარიში, გამოცემის წყაროს ცნობით, ნოემბერში გამოქვეყნდება.

ამის შემდეგ, კი Politico-ს წყაროს ცნობით, ევროკომისია ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომლის შემდეგაც “წევრ სახელმწიფოებს ძალიან გაუჭირდებათ არ თქვან: “დავიწყოთ მოლაპარაკებები” უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

“პოლიტიკური ზეწოლა ამის [უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების] გარშემო იმდენად ძლიერი იქნება, რომ ცალკეული წევრი სახელმწიფოები ამას შეეწინააღმდეგონ. სამუშაო წინადადება იმაში მდგომარეობს, რომ დეკემბრამდე ევროპული საბჭო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას,” - განაცხადა წყარომ, რომელსაც გამოცემა ციტირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება