ალეკო ელისაშვილი - USAID-ის წინააღმდეგ შეტევა გამაოგნებელია - რატომ ეპატარავებათ თვალში აშშ ვერაფრით ვხვდები

USAID-ის წინააღმდეგ შეტევა გამაოგნებელია - რატომ ეპატარავებათ თვალში აშშ ვერაფრით ვხვდები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი „ქართული ოცნების“ „უმადურობაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ტრენინგის რევოლუციად მონათვლა, რომელიც არა იატაკქვეშეთში, არამედ დეკლარირებულად ტარდებოდა საკონფერენციო დარბაზში, მიუღებელია.

„ჩემთვის გამაოგნებელია შეტევა USAID- ის წინააღმდეგ. აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ საქართველო რაღაცას ჰგავდეს, ნებისმიერ რეგიონში გაიარეთ და ნახავთ USAID-ის დაფინანსებულ პროექტს ფერმერებისთვის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის, უამრავი რამ აქვთ გაკეთებული და ასე უმადურად რომ ექცევი, გამოდიხარ და წინასწარ დეკლარირებულ ტრენინგზე (ამბობ, რომ რევოლუცია მზადდებოდა), რომელიც სადღაც იატაკქვეშეთში კი არ ტარდება, რევოლუცია მე ვიცი ავლაბრის არალეგალურ სტამბაში და სადღაც ჯანდაბაში ატარებდნენ ხოლმე რევოლუციონერები შეხვედრას, პირდაპირ სასტუმროში, საკონფერენციო დარბაზში რომ ტრენინგს ატარებ, რევოლუციის მომზადება ეგ არ არის. არ ვიცი, რა ჭირთ „ქართულ ოცნებაში“. რატომ ეპატარავებათ თვალში აშშ ვერაფრით ვხვდები! ამის გამო ძალიან მწარედ ინანებენ, მთავარია, ქვეყანამ არ ინანოს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება