თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და რუსულ გავლენას საქართველოში - ესაა ძალაუფლების შენარჩუნების თამაშები

„ქართული ოცნება“ აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და რუსულ გავლენას საქართველოში - ესაა ძალაუფლების შენარჩუნების თამაშები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და სტრატეგიულ პარტნიორთან დაპირისპირება ქვეყანას ასუსტებს.

„ქართული ოცნება“ ანტიამერიკული კამპანიით კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, სუს-ის ეს ე.წ. განცხადებაც სწორედ ამ მიზანს ისახავს, რაც ასუსტებს ქვეყანას და ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების თამაშები. „ქართული ოცნება“ ღიად ჩაერთო ანტიდასავლურ პროპაგანდაში და ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ შექმნან შიშები ქვეყანაში, მეორე მხრივ კი, გააძლიერონ დაპირისპირება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”,- განაცხადა აქუბარდიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

„თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება