კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, www.dressup.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „თრეიდლაინთან“ - www.dressup.ge პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

„სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო ვებგვერდზე www.dressup.ge და ყველა იმ პლათფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა. „დრესაპ ჯგუფი“ საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარებით ვაჭრობის სექტორში 1994 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მონობრენდულ, ასევე მულტიბრენდულ 100-მდე სხვადასხვა დასახელების მაღაზიას.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი - 41 საქმეზე, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის