გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნება

გლდანის მე-8 მიკრორაიონის 23-ე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ბიბლიოთეკა ამ უბნის მოსახლეობას 1970-იანი წლების მიწურულიდან ემსახურებოდა, თუმცა, შენობის ავარიულობის გამო, დღის წესრიგში მისი სრული განახლება დადგა.

„შენობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული, მოუწესრიგებელი. გარდა შენობის კაპიტალური გამაგრებისა, მოხდა კომუნიკაციების განახლება, სრული ინფრასტრუქტურული გადახალისება, ასევე, საერთო სამუშაო სივრცის კომპიუტერებით აღჭურვა და, რაც მთავარია, წიგნადი ფონდის შევსება. ყველა ის სამუშაო, რაც აუცილებელი იყო, ჩატარებულია, სივრცე ყოველმხრივ მოწესრიგებულია და მშვიდი, სასიამოვნო გარემოა შექმნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისვე თქმით, უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება