მიხეილ ხიდურელი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, მათ შორის საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰდას, არაბულ მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობა და უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტრო ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ პორტფელს მართავს.

უწყების ცნობით, შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.

„რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შეღავათები, ხელს უწყობს ინვესტორებს საქართველოში წარმატებით განახორციელონ საქმიანობა.

შეხვედრები გაიმართა მსხვილ არაბულ კომპანიებთან, მათ შორის ენერგეტიკისა და უძრავი ქონების დარგის კომპანიებთან, რომელთაც საკმაო დაინტერესება გამოხატეს საქართველოს მიმართ.

ამასთან, ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

სააგენტოს დირექტორის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო კომუნიკაცია არაბულ კომპანიებთან, საქართველოში მათი მხრიდან ინვესტიციების მოზიდვისა და არსებულის გაზრდის მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება