Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა

საერთაშორისო ქსელის სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და საქართველოს „საუკეთესო დიზაინ სასტუმროს“ სტატუსი მიიღო. World Travel Awards-ი წელს 30-ედ ჩატარდა და ამჯერად, საზეიმო დაჯილდოებას ბათუმმა უმასპინძლა.

World Travel Awards-ი 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე მონაწილეობას იღებს ათასობით ნომინანტი, რომლებიც კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში არიან გადანაწილებულნი. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და მიმართულებები.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ მსოფლიო ტურიზმის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების გამარჯვებული. ეს ჯილდო არის აღიარება ჩვენი გუნდის სწორი ხედვის და თავდაუზოგავი მუშაობის. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ შევქმენით საოცარი სივრცე თანამედროვე დიზაინით, სადაც თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად გრძნობს. ცოტა ხნის წინ 1 წლის იუბილე აღვნიშნეთ. უზომოდ გვიხარია, რომ ამ მოკლე პერიოდში შევძელით სტუმარმასპინძლობის სექტორში გამორჩეული ადგილის დაკავება“ - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი.

Golden Tulip Design Tbilisi მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდია, რომელიც ინდუსტრიაში ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს.

სასტუმროში 77 თანამედროვე დიზაინის ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს. სასტუმრო აერთიანებს რესტორანს, ტერასას და ორ საკონფერენციო სივრცეს.

გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მტკვარზე და დედაქალაქის ისტორიულ ნაწილზე. სასტუმროს დიზაინზე „ნოა სტუდიომ“ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით იმუშავა. მოდერნისტული შენობის ექსტერიერიც და ინტერიერიც გეომეტრიული ფორმებით ერთგვარი თამაშია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დიზაინერული, Iconic ავეჯი, რომელიც საზღვარგარეთ დამზადდა. სასტუმრო მთლიანად ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული და ე.წ. მწვანე შენობის სტატუსს ატარებს.

პროექტი საინვესტიციო კომპანია Block Group-მა განახორციელა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28 წლიანი ისტორია აქვს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება