ვიქტორ წილოსანი - ავტოსაგზაო შემთხვევების ან ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების უმეტესობა მოდის დიდი გაბარიტების ავტომობილებზე, მათი გაყვანა პრობლემაა, ამიტომ ხშირად გვაქვს საცობი

ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე დიდი დაწოლა ავტოსაგზაო შემთხვევების ან თუნდაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების მოდის დიდ ტრაილერებზე და ძირითადად დიდი გაბარიტების ავტომობილებზე - შესაბამისად, შემდეგ მათი გაყვანაც პრობლემაა და ამიტომ ჩვენ ხშირად გვაქვს საცობი, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადგილებსა და არეალებში, სადაც ეს გავლენა დიდ მასშტაბში გადადის, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა მოხდება.

„ჩვენი მხრიდან ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არის. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ბიზნესასოციაციაში და მადლობა მათ თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის. ხარჯის გაზრდა არ იქნება, მხოლოდ უმნიშვნელო ჩარევებზე იქნება საუბარი. ეს არ მოიცავს ქალაქის მთელ ტერიტორიას და რა თქმა უნდა, დერეფნები დატოვებული იქნება, სადაც შეეძლებათ მათ გადაადგილება, პლუს ამას ეს არ მოიცავს დღის სრულ მონაკვეთს, საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც მაღალი არის მობილობა და ხშირ შემთხვევებში ერთი კონკრეტული ადგილი იწვევს მთლიანად ქალაქის პარალიზებას. ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე დიდი დაწოლა ავტოსაგზაო შემთხვევებისა ან თუნდაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების, მოდის დიდ ტრაილერებზე და ძირითადად დიდი გაბარიტების ავტომობილებზე. შესაბამისად, შემდეგ მათი გაყვანაც პრობლემა არის და ამიტომ ჩვენ ხშირად გვაქვს საცობი, ზუსტად იმიტომ, რომ არის სადღაც გაჩერებული ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი. იმ ადგილებში და არეალებში, სადაც ეს გავლენა დიდ მასშტაბში გადადის, მოხდება შეზღუდვა ამ ავტომობილების გადაადგილების. ამასთან, არეალები უკვე არის გამოყოფილი.

გუშინ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებმა, ისევე ტურისტულმა კომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავტობუსების გადაადგილებას ვკრძალავთ. შემიძლია გითხრათ, რომ არც ყოფილა ასოციაციაში ამაზე საუბარი. რატომ წამოვიდა ეს კომუნიკაცია მედიასთან არ ვიცი, ხშირ შემთხვევებში ჩვენ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ვხედავთ, მათ შორის, პირველ წყაროებიდან“, - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება