სანდრო რაქვიაშვილი უმრავლესობას - სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით? - თუ  ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ტერორისტი - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ, ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების?

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? - ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ „ამ კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა დავარქვათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“.

„სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. [იმის ნაცვლად, რომ] ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ ხალხო რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც, კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს კარვები ხომ სისულელეა ზოგადად, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა დავდგამ კარავს თუ არა? მითუმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? მოდით, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება