ბექა ლილუაშვილი - თავდაცვის მინისტრისგან ვერ მოვისმინეთ პასუხი კითხვაზე - რატომ ვდგებით არჩევანის წინაშე, რომ ან საცეცხლე წვრთნა ჩავატაროთ ვაზიანში ან თვითმფრინავი მოფრინდეს?!

რატომ ვდგებით არჩევანის წინაშე, რომ ან საცეცხლე წვრთნა ჩავატაროთ ვაზიანში ან თვითმფრინავი მოფრინდეს?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა თავდაცვის კომიტეტზე დახურულ ფორმატში ვაზიანში აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

„მოვისმინეთ პოზიციები, მაგრამ ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი - რატომ ვდგებით არჩევანის წინაშე, რომ ან უნდა ვისროლოთ, ანუ საცეცხლე წვრთნა ჩავატაროთ ან თვითმფრინავი უნდა მოფრინდეს. დღეს როგორც იკვეთება, შეიძლება დადგეს ასეთი მოცემულობები და ასეთი შეზღუდვები დაწესდეს, როცა ალტერნატიული მოსაზრებები (სად აშენდეს აეროპორტი) არსებობდა 2017, 2020 წელსაც. ახლა დაველოდოთ შეფასებას, მე იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალედ ჩატარდება ეს შეფასება”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება