დავით უსუფაშვილი - სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით, განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და რომლებზეც იცის, ვინ რას აკეთებენ?

სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს? - ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის აკრძალული კარავი. აი, ეს სურათი დახატეთ თქვენ, - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის კონსულტაციის გავლის შემდეგ, პარლამენტს ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი კანონპროექტით მიმართავს.

„მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ აქ? შესაბამის ორგანოს აქვს დადასტურებულად მოპოვებული ინფორმაცია, იცის კონკრეტული ადამიანები, იცის მათი გეგმები, იცის, რომ ისინი სადღაც რაღაცების აფეთქებას აპირებენ და ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის კარავი აკრძალული და ჩვენ აქ მშვიდად ვიხილავთ ამ საქმეს? აი, ეს სურათი დახატეთ ბატონო გივი, თქვენ და ამ კანონპროექტის ავტორებმა. გსურთ, რომ ამ საკითხის სერიოზულ განხილვაში შემოვიდეთ და ეს ვერ დავინახოთ. თუ ეს ასეა, სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით, განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და რომლებზეც იცის, ვინ რას აკეთებენ? ამაზე ვილაპარაკოთ. მე პირადად, გავივლი კონსულტაციას და მოგმართავთ პარლამენტს, ამ პროექტის პარალელურად, დაჩქარებული წესით, განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ჩვენების, ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „მე მგონი, დაგეთანხმებით მაგ პროექტის ინიცირების შემთხვევაში“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება