„თიბისი“ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

„თიბისი“, თბილისში გამართულ, განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

„თიბისის“ ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს, დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

„გამოფენაში მონაწილეობის მიზანი „თიბისის“ განათლების პროგრამების გაცნობა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „თიბისის“ სტენდთან დეტალურად მოგიყვებით ჩვენი განათლების პროგრამის, IT აკადემიის და ახალი თაობის მხარდამჭერ სხვა პროექტების შესახებ. სტუდენტები კი შეძლებენ სტუდენტური ბარათის ადგილზე აღებას.

გამოფენა ეწყობა „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, რომელშიც ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური ინსტიტუტებიც იღებენ მონაწილეობას. გამოფენა გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #118. ექსპო ჯორჯია, პავილიონი #11“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება