ლევან ბეჟაშვილი - მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს

ზოგადად, მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს. ეს პროცესი უნდა შეფასდეს როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურით ხელისუფლების მიზანია ერთის მხრივ საზოგადოების ყურადღების გადატანა, მეორე მხრივ კი პრეზიდენტის წარმოჩენა, თითქოს ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის იბრძვის.

„ზოგადად, მთელი ეს პროცესი არის ფიქცია, რადგან კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს. ხელისუფლება მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, საზოგადოების ყურადღების გადატანას ამ არაარსებით თემაზე, იმავდროულად პრეზიდენტის წარმოჩენას იმისთვის, რომ თითქოს ის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის იბრძვის, ამიტომ ეს პროცესი ზოგადად არის ფარსი, სადაც სამართლებრივ არგუმენტებს უკვე არსებითი მნიშვნელობაც აღარ აქვს. წინასწარ ისიც ვიცით საზოგადოებამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ ისიც კი ვიცით, რომელი მოსამართლეები დაწერენ განსხვავებულ აზრს, ამიტომ ეს პროცესი უნდა შეფასდეს როგორც სამართლებრივად პოლიტიკური ფიქცია. სამწუხაროდ, პატარ-პატარა ორ პროცენტიან პარტიებს აქვს ეს ცდუნება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულონ რამეში და აქ ამ შემთხვევაში ფოკუსი ცალსახად გასასწორებელი აქვს ყველას, რადგან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ის რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და პრაქტიკულად რუსულ პოლიტიკას ასრულებს ქვეყანაში, ამიტომ ამ სამართლებრივ ფიქციაში და ამ პროცედურებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო