უკრაინამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა

უკრაინამ ევრომაიდანი მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

2014 წლის თებერვალში კიევში ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა და ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მთელ რიგ დანაშაულებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, იანუკოვიჩთან ერთად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ედება ბრალი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის მოადგილეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს (SBU), თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ბერკუტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 18 თებერვლამდე დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე იანუკოვიჩი და ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირები არიან პასუხისმგებელნი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება