„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი იმართება

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც არსებულ ურბანულ სივრცეებს უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის.

ფორუმის მუშაობაში ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობს.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“. ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქუთაისი გახდეს ლიდერი ქალაქი საქართველოში ეკო-სმარტ მიმართულებით.

ბათუმში მიმდინარე ფორუმზე ჩვენს კოლეგებსა და საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით ამ მიმართულებით ქუთაისში უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, გავეცანით სხვა ქალაქების წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება