ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - KIU საქართველოში ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტად დასახელდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების ახალი ნაკადი მიიღო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2023-2024 აკადემიურ წელს KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1,855 აბიტურიენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 370-მა გადალახა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 19 სახელმწიფო და 37 კერძო ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023 წელს ჩარიცხული სტუდენტების 96% იღებს სხვადასხვა ოდენობის სახელმწიფო გრანტს, მათ შორის 22%-ს მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

KIU-ს პირველკურსელებს შორის 180 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, ასევე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების წევრები არიან. წელს, KIU-ს სტუდენტებს შორის არიან „M ვექტორის“ 7 გამარჯვებული და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 3 ფინალისტი. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად KIU-ში ასევე ჩაირიცხნენ უცხოეთის მოქალაქეებიც.

ცნობისთვის, KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების თითქმის 100%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ და მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა (I არჩევანი - 82%, II არჩევანი - 15%, III არჩევანი - 2%). ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი კონკურსი KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფიქსირდა.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, გასულ სასწავლო წელს 489 ახალგაზრდა (I, II და III კურსის სტუდენტი) დაფინანსდა. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სტაჟირების პროგრამებში, სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, სტუდენტური სტარტაპების და ინოვაციების ხელშემწყობ საზაფხულო სკოლებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება