პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გაწეული მუშაობის ანგარიშით ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოდის.

"დღეს გაგაცნობთ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დინამიკას, რეფორმების მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს. თუმცა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ვისაუბრებ იმ გამოწვევების და შესაბამისად, ამოცანების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღის წესრიგში დგას და რომელთა გადასაჭრელად აქტიურად ვმუშაობთ, მთელ სამთავრობო გუნდთან კოორდინაციაში. ასე რომ, ჩემი გამოსვლა მიმდინარე წლის ეკონომიკური ტენდენციებისა და ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამება იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, მისმა უწყებამ, მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის - არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი.

„თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა - ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაძლეულია, ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ არსებული დადებითი დინამიკა და ტემპი. ეს ჩვენი ეკონომიკური გუნდის კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ისევე, როგორც ეკონომიკური სარგებლის თანაბრად, სამართლიანად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე, მზარდი ეკონომიკის სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეხოს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. მინისტრი უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

„მინისტრის საათი“ პოლიტიკური განცხადებებით დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება