დიმიტრი პესკოვი - საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმება აუცილებელია

საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმება აუცილებელია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ოთხშაბათს რუსეთის მასშტაბით წინასწარ დაგეგმილი საჯარო გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმების შემდეგ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სირენების სისტემის ტესტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პესკოვის თქმით, ასეთი ტესტირება „არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელია“. მან პარალელი გაავლო იაპონიაში სეისმური საფრთხის გამო არსებულ საევაკუაციო წვრთნებთან. პესკოვის აზრით, აუცილებელია წვრთნები სხვა სფეროებშიც ჩატარდეს.

„ტელეგრამის“ ადგილობრივ არხებზე გაზიარებული ვიდეოების მიხედვით, სირენების ხმა ოთხშაბათ დილით მოსკოვის ცენტრსა და რუსეთის სხვა რამდენიმე რეგიონში ისმოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება