ლევან დავითაშვილი - ქართული წარმოშობის პროდუქტებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეუძლიათ მსოფლიოს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შესვლა

ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების აუცილებლობა და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების რეალიზება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავების ყველა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული.

„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი სხვადასხვა ქვეყანასთან საქართველოს მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკასა და ამ კუთხით არსებული სტატისტიკაზე გააკეთა.

„აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე დასრულდა, რომლის ამოქმედების შემდგომაც, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, დამატებით გაეხსნება 9 მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი. შეთანხმებას ხელი 2023 წლის 10 ოქტომბერს მოეწერება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან საამიროებში პროდუქციის ექსპორტისას ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა ქართული პროდუქციის 97.5%", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად, საქართველოს ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული წარმოშობის პროდუქტებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში შეუძლიათ, რაც 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 45 ქვეყანა და ერთი დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიაა (ჰონგ-კონგი).

ამასთან, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან ხელმოწერილია მემორანდუმები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მისივე თქმით, კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო