ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრს - გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა?

მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა? , - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს 200 000 ლარად ქონება მისცა, ხოლო შემდეგ 1 200 000 ლარად გამოისყიდეს.

„პირველი მილიონი ფარცხალაძემ იშოვა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დახმარებით. ვგულისხმობ იმას, 200 000 ლარად რომ მისცეს ქონება ფარცხალაძეს და მერე 1 200 000-ად გამოისყიდეს და ამასობაში ეკონომიკის სამინისტროში ისევ ის მოადგილეები არიან დასაქმებულები, ვინც თურნავას დროს იყვნენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი კორუფციაშია „ყელამდე ჩაფლული“.

„ასევე მინდა ვისაუბრო თქვენ მოადგილეებთან დაკავშირებით. გავიგე, რომ ვინც ქურდულ-კრიმინალურია და ზოგადად კორუფციასთანაა დაკავშირებული, ყველა თანამდებობაზე გინდათ იყოს, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე? - წერენ, რომ საწვავს იპარავდა „თბილსერვისში", როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდა, კორუფციაში იყო ყელამდეო. თუ მის დეკლარაციაში ჩავიხედავთ, 4-5 მილიონის ქონება აქვს დაგროვებული. მდიდრდება ეს ადამიანი იმ ფონზე, როცა 400 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 99 875 ადამიანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო