ვოლოდიმირ ზელენსკი - ილჰამ ალიევთან საუბარში სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ერთგულება დავადასტურეთ

ალიევთან საუბარში სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ერთგულება დავადასტურეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას აწვდის, კერძოდ ენერგეტიკულ სექტორში ზამთრის მოახლოების ფონზე.

დავადასტურეთ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება.

ასევე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება, აქტუალური გამოწვევები და ურთიერთქმედების ფორმატები,” - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები