საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეს მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება მიენიჭა და ასევე, ბრინჯაოს მედალიონით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის რექტორს ჯილდო საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ გადასცა.

როგორც საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა განაცხადა, დავით გურგენიძე მეცნიერების და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დაჯილდოვება შემთხვევითი არაა. აკადემიკოსი დავით გურგენიძე არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს მომავალს, ნიჭიერ ახალგაზრდებს გზას უკვალავს პროფესიონალებად და მეცნიერებად ჩამოყალიბების მიმართულებით, გარდა ამისა, დავით გურგენიძემ ააღორძინა და გააგრძელა უნივერსიტეტის კულტურულ-სახელოვნებო ტრადიციები. რექტორი ხელს უწყობს და პოპულარიზაციას უკეთებს ძირძველ შემოქმედებით კოლექტივებს, როგორიცაა, იოსებ ტუღუშის სახელობის „გეპეის ჯაზი“, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ და სხვა. რაც მთავარია, ბატონი დავითი, კოლეგა მეცნიერებთან ერთად ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში მოზიდვისა და ჩართვის მიმართულებით აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს. ამდენად, როდესაც საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ ბატონი დავითისთვის დიდი ეროვნული მოღვაწის სახელობის პრემიის ლაურეატად წარდგენის ინიციატივა წამოაყენა, საქართველოს მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ მას ერთხმად დაუჭირა მხარი. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ დავითს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს კულტურის ფონდს დაფასებისათვის და თავის მხრივ, კოლეგებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დიდი ერისკაცის ღვთისკაცის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ლაურეატის წოდების მონიჭება, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ. ეს დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს აკადემიის, უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. ახალგაზრდა თაობისათვის განათლების გადაცემის, ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების მისია მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, მით უფრო, თანამედროვე მსოფლიოს პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ნდობისა და დაფასებისთვის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება