ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე ხიდი დაზიანდა

ოზურგეთში, მდინარ ბჟუჟზე ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა. ხიდი სავარაუდოდ ადიდებულმა მდინარემ დააზიანა.

ტერიტორია ამ წუთისთვის გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. მგზავრებს შემოვლითი გზით უწევთ სარგებლობა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხიდი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია.

,,ეს ხიდი ძალიან ავარიული იყო. ახლა წყალმა ძირი გამოუთხარა და ჩავარდა. ხელისუფლებამ თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება და შედეგიც არის. არც არავინ მოსულა ამ დრომდე. ხიდი ყველასთვის მნიშვნელოვანია და როდის მოხდება რეაბილიტაცია, არ ვიცით. ახლა შემოვლითი გზით მოგვიწევს გადაადგილება ", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება