ლევან დავითაშვილი - წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად  მეტეოროლოგიის და ჰიდროლოგიის მთელი დარგი განადგურებული იყო - დღეს საქართველოში 200-ზე მეტი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური სადგური გაჩნდა

შესაბამის უწყებებთან ხდება კომუნიკაცია რისკების შესახებ, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიური კუთხით გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში დაზღვეული ვიქნებით და სტიქიური მოვლენები არ გვექნება - ჯერჯერობით, ასეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არსად არ არსებობს, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულს, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას ადრეული გაფრთხილების სისტემა.

დავითაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად საქართველოში მეტეოროლოგიის და ჰიდროლოგიის მთელი დარგი განადგურებული იყო.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სამწუხაროდ, საქართველოში მეტეოროლოგიის და ჰიდროლოგიის მთელი დარგი განადგურებული იყო წინა ხელისუფლების პირდაპირ ვიტყვი, უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ინსტიტუტებისა და ინსტიტუციების აღდგენა მოგვეხდინა, თუმცა, როცა მთელი რიგი კომპეტენციები იკარგება, მარტივი არ არის. ეს არ არის უბრალოდ ინვესტიციებთან დაკავშირებული, როცა მინიმუმ კადრების დეფიციტი გაქვს.

2018 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების ის სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, თუმცა სისტემა დაიხვეწება მუდმივად, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.

დღეს, საქართველოში 200-ზე მეტი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური სადგური გაჩნდა, რადარები დამონტაჟდა, ინფორმაციების შეგროვება, გადამუშავება ხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და შესაბამის უწყებებთან ხდება კომუნიკაცია იმ რისკების შესახებ, რომელიც ჩვენ ჰიდრომეტეოროლოგიური კუთხით გვაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს, ან ოდესმე დაზღვეული ვიქნებით და სამწუხაროდ, სტიქიური მოვლენები არ გვექნება. ჯერჯერობით, ასეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არსად არ არსებობს, მაგრამ ამ სისტემის შექმნა, ჩამოყალიბება დაიწყო კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საქართველოში საბაზისო სისტემა გვაქვს, რომლის სრულყოფაც, გაციფროვნება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მუდმივად მოხდება, რა თქმა უნდა, ამ სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება წლიდან წლამდე, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საერთაშორისო მიღწევები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მსოფლიოში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება