ენტონი ბლინკენი - აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად.

მისი თქმით, საუბარია 300 მილიარდ აშშ დოლარზე.

„ეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, რა უფლებამოსილებები შეიძლება ჰქონდეთ ევროპელებს იმისთვის, რომ ეს აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ. მე ვთვლი, თუ რაიმე გატეხე, შენ უნდა გადაიხადო. რუსებმა გატეხეს და მათ უნდა გადაიხადონ ამისთვის, ამის გაკეთების გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება