შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თერჯოლის გგს-ში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 5 ოქტომბერს, 07:00დან 11:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თერჯოლისა და არგვეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ თერჯოლასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სიქთარვა, ეწერი, ბარდუბანი, ქვედა სიმონეთი, ზედა სიმონეთი, ქვებულა, ნახშირღელე, ნავენახები, ღვანკითი, ახალთერჯოლა და ნაწილობრივ რუფოთი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არგვეთას სრულად, ხოლო პირველი სვირის, ქვედა საქარისა და სტაროსელსკის ქუჩის ნაწილს.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება