ელჩი - ესპანეთი მასპინძლობს რიგით მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, სადაც მოწვეულია საქართველოს პრემიერი - იგი დაესწრება გახსნის ცერემონიას და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემატურ განხილვებში

ესპანეთი მასპინძლობს რიგით მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, სადაც, რა თქმა უნდა, მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და მის კოლეგებთან.

„იგი დაესწრება გახსნის ცერემონიას და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემატურ განხილვებში, სადაც განხილული იქნება უმნიშვნელოვანესი საკითხები ევროპული ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა, აგრეთვე, დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და მის კოლეგებთან“, - განაცხადა ილია გიორგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება