„ლიბერთის“ მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი - „ვწერ მასწავლებლისთვის“ დასრულდა

ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს მიერ, მეშვიდედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის - „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. ყოველწლიურად, საუკეთესო მოთხრობას ჟიური არჩევს და ნაწარმოები სასკოლო გარემოში სწორი ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს. ქართველი მწერლების ნაშრომები ასევე უნდა აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას და მკითხველს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეების დაძლევის გზებს სთავაზობდეს.

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ, წარმოდგენილი 65 მოთხრობიდან წელსაც ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და სამი გამარჯვებული მოთხრობის ავტორს ნათია როსტიაშვილს, თამთა დოლიძეს და სოფიო კუბლაშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ლიბერთი ბანკისგან დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ტრადიციულად ლიბერთი ბანკმა რჩეული მოთხრობა შეარჩია და მისი ავტორი ნინო ქადაგიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

საუკეთესო ათი მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი მიეძღვნება.

კონკურსის მხარდამჭერები არიან : გამომცემლობა „ინტელექტი“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.“

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება