საფრანგეთი ნიგერიდან ჯარისკაცების გაყვანას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს

საფრანგეთი ნიგერიდან ჯარისკაცების გაყვანას ამ კვირიდან დაიწყებს, - ინფორმაციას საფრანგეთის არმია ავრცელებს.

„ჩვენ ნიგერის დატოვების ოპერაციას ამ კვირაში დავიწყებთ, რომელიც წესრიგის დაცვით, უსაფრთხოდ და სრული კოორდინაციით შედგება”, - განაცხადა ფრანგულმა სამხედრო შტაბმა.

საფრანგეთის ეს ნაბიჯი, ერთი კვირის წინ ნიგერის სამხედრო რეჟიმის მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო, საფრანგეთის ელჩის სახლში დაბრუნებას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერში ივლისში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც საფრანგეთსა და ნიგერს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება