შინაგან საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შსს ცნობით, შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის, ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების მართვის, შიდა აუდიტის, ოპერატიული უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ.

ინფორმაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.

„თათბირზე განხილულ იქნა საზღვრის ეფექტური მართვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, სასაზღვრო სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი და განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებს. მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ავტოპარკის განახლებას, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობების გადაცემას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად ასევე, შეხვედრა გამართა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების, მიგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტების დირექტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან.

სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ბოლო დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული და ინიციირებული კანონპროექტები.

სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში დანაყოფების საქმიანობის, ასევე განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაში მონაწილე პირებს კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება